ნოემბერი 21, 2018
weather cur horoscope tv

ახმეტაში ვარ და „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთე – ზურაბ ზვიადაური

12:25 - 03 ნოემბერი 2018 hits 3755

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ყოფილი პარლამენტარი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. როგორც მან განაცხადა, ახმეტაშია და „სისხლიან რეჟიმს“ ძველ გუნდთან ერთად შეებრძოლება.

„ჩვენ დავბრუნდით და ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. მე როცა წამოვედი პარლამენტიდან, ვთქვი, რომ ვრჩებოდი „ქართული ოცნების“ რიგებში და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად. „ნაციონალების“ წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს. ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში“, – ციტირებს „იმედინიუსი“ ზვიადაურის კომენტარს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახმეტის საარჩევნო ოლქში დამარცხდა. მან ამომრჩეველთა ხმების 33.25% (4497 ხმა) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ - 45.99% (6620 ხმა).

ზურაბ ზვიადაური 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა, ხოლო იმავე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე - პეტრე ცისკარიშვილს. იგი იმავე პარტიის მხარდამჭერი იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. მოგვიანებით ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა და 2012 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ წარდგენით, ახმეტის მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტის წევრიც გახდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა სამხარაული წარადგინა, ზვიადაური კი სახელმწიფოს კუთვნილ შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დაასაქმეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]