weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პატრიარქს დეტალურად ვუამბეთ რა გეგმები გვაქვს მახინჯი სისტემის დასანგრევად – ვაშაძე

15:27 შაბათი, 03 ნოემბერი 2018
ფოტო: RFE / RL ფოტო: RFE / RL

„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია არასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორებისა და დევნის საგანი და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ჩვენს მოკავშირე ქვეყანაში, უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ვაშაძის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზეც ისაუბრეს.

„ჩვენთვის მისი ყველი სიტყვა მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით კანონპროექტს, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰონდა, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ნარკორეალიზატორად გადააქცევდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, დაპირისპირებისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს.

ილია მეორეს დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები - გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა შეხვდნენ. გუშინ, 2 ნოემბერს კი საპატრიარქოში შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ჰქონდათ. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]