weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ილია II-ს ვთხოვეთ დახმარება რომ რამენაირად ხელისუფლების წარმომადგენლები დავაწყნაროთ – ვაშაძე

16:25 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

„კათოლიკოს-პატრიარქს ვთხოვეთ დახმარება, რომ რამენაირად დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ილია მეორესთან შეხვედრის დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს და კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები და დავიწყოთ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების პროცესი. მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა ჩვენს მოქმედებასთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი იმ თავდასხმებზე, რომელიც ჩვენს წევრებზე იყო. მათ შორის, ახალქალაქში, კასპში და მარნეულში და ვთხოვეთ მას დახმარება, რადგან აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან. მოვისმინეთ კონკრეტული რეკომენდაციები მისი მხრიდან და აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა საკითხს, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. მინდა ვთქვა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით და დახმარებით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპატრიარქოში შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]