საქმე ეხება საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის კომენტარს, სადაც ის ამბობს: „უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.
საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული პოზიცია უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულებაა და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს.
„პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ილია მეორეს დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები - გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა შეხვდნენ.