weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაცმოძრაობა“ ცეცხლითა და მახვილით რთველს ვერასოდეს ჩაატარებს – სესიაშვილი

00:26 კვირა, 04 ნოემბერი 2018

„ჩემს კახელ გლეხებს მინდა დავპირდე, რომ ოქრუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ცეცხლითა და მახვილით რთველს ვერასოდეს ჩაატარებენ და ვერც ვენახის გაჩეხვას მოსთხოვენ კახელ გლეხებს, რომლებმაც წელს 285 მილიონი ლარის ყურძენი ჩააბარეს“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ ყვარელი-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგად ახსოვს 2006 წელს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი კახეთში რთველის შტაბს ხელმძღვანელობდა, კახელ ფერმერებს დაემუქრა, თუ რთველის მიმდინარეობაზე რამე პრეტენზია ექნებოდათ, დააპატიმრებდა.

„მედიიდან შევიტყვე, რომ ოქრუაშვილი თავის გუნდს – „ნაცმოძრაობას“ დაუბრუნდა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანია, რა პოლიტიკური „მორალი“ აერთიანებთ ჩვენს ოპონენტებს.

კახელ გლეხებს ვპირდები, რომ მათ დაიცავს საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ უდგას მმართველობის სათავეში.

ეს არის განსხვავება, რომელიც ასევე ადეკვატურად აისახება არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ „როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, შეძლებს პირადული დაივიწყოს“.

ჯერ უცნობია, დაუჭრს თუ არა მხარს ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების მეორე ტურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]