„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია საკადრო ცვლილებები, რომელიც მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საშუალებით ურთიერთობას გააღრმავებს.
არ არის გამორიცხული საკადრო ცვლილებები უახლოეს პერიოდში, კახეთში, მათ შორის ახმეტაშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივიცაა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა სამხარაულმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან წააგო. ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმები გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში მიიღო.
მუნიციპალიტეტებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერები მართავენ.
ამ თემაზე:
რომელ ოლქებში მიიღო ზურაბიშვილმა ხმების 50%-ზე მეტი და 30%-ზე ნაკლები