weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯღანი ტურისტები შემოდიან, მდიდარი შეიხები გვჭირდება – სააკაშვილი

22:22 კვირა, 04 ნოემბერი 2018

„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ვერ გავმდიდრდებით“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს მდიდარი შეიხები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მდიდარი ტურისტები სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები.

მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ სიტყვას ვერ გაიგებ. მე ეს არ მსიამოვნებს. მე მსიამოვნებს, რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ქსენოფობიური განცხადება რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ „ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა“. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) შეფასებით, სააკაშვილმა მოახდინა არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების სტიგმატიზება, არამედ დაუზუსტებელი ცნობებიც გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]