weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი – ბიძინა ივანიშვილი

13:14 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

„ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას - არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების, განახლების საუკეთესო მომენტი“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ მას პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია, რადგან ხედავდა, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა.

„თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია.

დღეს ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“, – აღნიშნავს ივანიშვილი.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას. ამასთან, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის არსებობს.

არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს – ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი, სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ. მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დასაჯონ: „არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]