weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არის ლიდერის განცხადება – ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე

16:44 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

„ეს არის ლიდერის განცხადება, რომელმაც იცის თავისუფლების და იმ ბრძოლის ფასი, რომელიც 2012 წლამდე ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, გროვდებოდა და ამას ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და იმის ფასი, რაც 2012 წელმა ამ გამარჯვებით მოიტანა“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომომართვასთან დაკავშირებით.

ეკა ბესელიას თქმით, მმართველ პარტიას ხელისუფლების დაკარგვის არ ეშინია.

„აქ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაც ხელისუფლებას დაკარგავს და რომ პოლიტიკური გუნდი რამეს დაკარგავს, აქ საუბარია იმაზე, რომ მთავარ ღირებულებებს დაემუქრება საფრთხე ამ ქვეყანაში და ქვეყნისთვის არის ეს წარსულში დაბრუნების ტოლფასი“, – აღნიშნა ბესელიამ.

„ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარის ვიდეომიმართვა დღეს გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას ესმის ხალხის უკმაყოფილების მიზეზი და იღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელში მართვის ყველა ხარვეზს გაასწორებს, მთელ თავის რესურსს გამოიყენებს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მხარაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]