weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრაზე კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც მივიდა

14:54 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018
ფოტოზე ოლეგ იაძე ფოტოზე ოლეგ იაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც არჩევნების წინ, პარტიის ლიდერები მუნიციპალიტეტების მერებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც მივიდა. იაძის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებაში“ სპორტის მიმართულებით მუშაობს.

„აქ ვმუშაობ. რა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიყო. სპორტის მიმართულებას ვხელმძღვანელობ“, – უთხრა ოლეგ იაძემ ჟურნალისტებს.

კასპის ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის გავრცელების შემდეგ გამოჩნდა. გუშინ ივანიშვილმა პარტიის „ძველ გვარდიას“ მიმართა და განაცხადა, რომ სამშობლოს „მათი გამოცდილება კიდევ ერთხელ დასჭირდა“.

„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი სამბისტი და მწვრთნელი ოლეგ იაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2012-2013 წლებში იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად რჩებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]