„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და, რა თქმა უნდა, მის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ეს ცალსახაა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. დღეს პარტიის ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ ოფისში კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც მივიდა.
ბიძინა ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ გუშინ მიმართა და განაცხადა, რომ სამშობლოს „მათი გამოცდილება კიდევ ერთხელ დასჭირდა“. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „ქართული ოცნების“ ერთიან ოჯახში ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“.