weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს წინასაარჩევნოდ მეტი დაძაბულობა შექმნას – ციხელაშვილი

11:07 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა რუსი სამხედროების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს არის 2008 წელს დაწყებული სავალალო პროცესის მახინჯი ფორმით გაგრძელება, რაც პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ბოლო პერიოდში, უკვე ძალიან თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ღიად აცხადებენ, რომ ფაქტობრივად იმ ადამიანების 80-90%, რომლებსაც ეს მავთულხლართები და საოკუპაციო რეჟიმი აკავებს დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ძირითადად ისინი არიან ეთნიკური ოსები, რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება და ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რამდენად უმნიშვნელოა საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები, მათი უფლებები, რამდენად არ აქვს მნიშვნელობა მათთვის, ვინ იქნება ქართველი, აფხაზი თუ ოსი. მას აქვს ერთი სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ, სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი“,  – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, უკანონო ბორდერიზაციის პროცესით საოკუპაციო რეჟიმი უფრო მეტი დაძაბულობის შექმნას ცდილობს.

„აქვე იკითხება ის კონტექსტიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან და მორიგი პროვოკაცია განახორციელონ, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე.

რუსეთი ასეთი პროვოკაციებით ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც სურს. ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტზე უკვე მიცემულია და ძალისხმევა მიმართულია, რომ შეჩერდეს მახინჯი მავთულხლართებისა და ბარიკადების მშენებლობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან კილომეტრიან ღობეს ავლებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს პროცესი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთაში პირველი ნოემბრიდან განახლდა და მისი მიზანი „სახელმწიფო საზღვრის“ პრობლემური მონაკვეთების დაცვაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]