weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გრიგოლ ვაშაძის განცხადებები ლარის კურსზე გავლენას ახდენს – გია ვოლსკი

14:25 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

„ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება. ეს ყველაფერი რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მით უმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს“, – აღნიშნავს გია ვოლსკი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად საახალწლო სამზადისსაც ასახელებს.

„ვითარებაც დასტაბილურდება, საახალწლო პერიოდიც გაივლის და ვალუტაც შესაბამის რეაგირებას გააკეთებს“, – ამბობს ვოლსკი.

ორი დღის წინ ეროვნულმა ბანკმა საჯარო პირებსა და ექსპერტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ბანკის განმარტებით, კურსის მერყეობა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]