როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მომავალი ორი წლის განმავლობაში ხელფასი სამხედრო მოსამსახურეებსაც გაეზრდებათ.
„2016 წლიდან შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.
მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე დროს, 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც. ამავე დროს მოხდება ხელფასის ზრდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.