weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემა 2020 წლისთვის დასრულდება - პრემიერი

15:06 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლისთვის დასრულდება.

ბახტაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყობა სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა. დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება. 2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა მოხდება სამ ეტაპად და ის დასრულდება 2020 წლისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]