weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირველ რიგში ავღანეთში ჩავალ – სალომე ზურაბიშვილი

16:59 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

„გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩავალ ავღანეთში. დიახ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი დღეს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მე მინდა გელაპარაკოთ როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩემი გეგმაა მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საოკუპაციო ხაზზე გავაძლიეროთ უსაფრთხოება და ეს არ გადავაქციოთ საზღვრად. ბალანსის დაჭერა ყველაზე რთულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს რამდენჯერმე ჰკითხეს, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში, თუმცა მან ამ შეკითხვას არ უპასუხა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ტერიტორიები დაბომბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]