weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

13:04 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

პარტია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. პირველი არხის ინფორმაციით, ღურწკაიამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.

ირაკლი ღურწკაიას ტელეფონი გამორთული აქვს, რის გამოც „რეგინფო“ ვერ დაუკავშირდა.

ვიდრე „ევროპული საქართველოდან“ ღურწკაიას წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ლელა ქებურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. ლელა ქებურიას ინფორმაციით, ირაკლი ღურწკაია ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასაც შეხვდა.

გუშინ „ევროპული საქართველო“ გორის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ დატოვა. როგორც საბანაძემ განაცხადა, მისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]