weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ და ვერ დაბრუნდება – გრიგოლ ვაშაძე

14:27 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ და ვერ დაბრუნდება. ვაშაძის განმარტებით, ახალი პოლიტიკური ფრონტი, რომელის შექმნა უკვე დაწყებულია, ერთპარტიულ მმართველობას არ დაუშვებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არა და ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა დანარჩენ 10 პარტიასთან ერთად არის თანასწორი წევრი გაერთიანებული ოპოზიციის. მეორე იმიტომ, რომ

უკვე დაიწყო ფართო პოლიტიკური ფრონტის შექმნა, რომელსაც რესპუბლიკური პარტია უკვე შეუერთდა. ნახავთ, რომ უახლოეს მომავალში ეს პროცესი ძალიან პოზიტიურად გაგრძელდება. ეს ყველა პარტია არის იმის გარანტია, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში აღარ იქნება.  

პარტია, რომელიც იღებს 50%-ზე ნაკლებს, მახინჯი საარჩევნო სისტემის გამო, ვეღარასოდეს მიიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას და ვეღარ მოგვახვევს თავზე ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც მიუღებელია საქართველოს მოქალაქისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, მთავრობაში ძველი სახეები არ დაბრუნდებიან: „არავითარი ძველი სახეები მთავრობაში არ იქნება. ყველა ითხოვს ახალგაზრდა, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებულ მთავრობას“.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა). არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]