weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ძველი გვარდია ფორმაშია და ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას – ფოფხაძე

10:55 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 hits 787

პარლამენტის წევრის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდია, რომელიც 2012 წელს იბრძოდა, „ფორმაშია“ და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მმართველ პარტიას აუცილებლად შეუერთდება.

„ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. სახელების და გვარების წინასწარ დასახელება, მემგონი, არ არის სწორი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიაა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან.

5 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ მიმართა. ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთიან ოჯახში ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით და არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]