„ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. სახელების და გვარების წინასწარ დასახელება, მემგონი, არ არის სწორი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიაა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან.
5 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ მიმართა. ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთიან ოჯახში ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით და არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“.