weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2020

ყოფილი სამხედროები მე და ჩემს შვილებს სიცოცხლის მოსპობით დაგვემუქრნენ - ზურაბიშვილი

11:25 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 hits 1113

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ყოფილი სამხედროები დაემუქრნენ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 9, 10 და 11 ნოემბერს მისი შვილების - თეიმურაზის და ქეთევანის და პირადად მის მიმართ განხორციელდა „ესემეს“ ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

„გამოკვეთილად, სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“, თქვენს „სისხლს დავლევო“. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები, იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან. ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.

ამ წინა საარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაუსახელებია იმ პირების ვინაობა, ვინც მას და მის ოჯახს დაემუქრნენ. მისი თქმით, მან უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]