weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირება იგეგმება

15:49 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს და დეპუტატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს; იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ. მივმართავ კოლეგა დეპუტატებს შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნავს ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერმინი ლუსტრაცია აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენეს მიმდინარე პროცესების აღსაწერად კერძოდ, იმ თანამდებობის პირებისა თუ კანდიდატების წარსულის შემოწმების მიზნით, ვინც ტოტალიტარული მმართველობის ეპოქაში დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობაში იყო შემჩნეული ან ეკავა მაღალი თანამდებობა სახელმწიფო უშიშროებისა თუ სხვა საიდუმლო სამსახურებში.

ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პიროვნება თავისუფლდება სამსახურიდან და ეკრძალება სამუდამოდ, ან გარკვეული ვადით საჯარო სამსახურში მუშაობა. ლუსტრაციის პროცესი შესაძლოა, მოიცავდეს საიდუმლო არქივების გასაჯაროებას და მოსახლეობისთვის ამ ინფორმაციაზე წვდომის დაშვებას.

ჯერჯერობით უცნობია, რა შინაარსის იქნება ლევან კობერიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]