weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის - კალაძე

21:27 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები საბოლოოდ გაცხადდა.

„ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება. ამ სცენარისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ინსტრუმენტს იყენებს, ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ. სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას.

ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

[R] „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაცია

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]