weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანში 70 წლის ქალი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო რძალმა სცემა

00:45 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 70 წლის გულნაზ ცანკაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის გამო რძალმა სცემა და უკბინა. ქალი ცემაში შვილსაც ადანაშაულებს.  

ცანკაშვილის თქმით, რძალმა, ნათია ყარაულაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ადგილობრივი კოორდინატორისგან ფული აიღო და მასაც ამ პარტიის კანდიდატის მხარდაჭერას სთხოვდა.

„ჯერ ბიჭმა მცემა, მერე რძალმა მიკბინა. ხმა მივეცი სალომე ზურაბიშვილს. ჩემმა რძალმა რომ გაიგო, მცემა. ელმირა ბეციაშვილმა ფული გამოატანა, არ ავიღე. რძალმა მითხრა, ელმირამ დახმარება უნდა მომცესო, მიჭირს და უნდა ამერჩიაო“, – ამბობს გულნაზ ცანკაშვილი ტელეკომპანია „გურჯაანთან“ ინტერვიუში.

ხათუნა ყარაულაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო დედამთილზე ძალადობას უარყოფს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვარ, იცი როდიდან? აი, „ნაციონალები“ ხალხს რომ იჭერდნენ. „ოცნება“ ვარ. პირველი მანქანა ჩემი ქმრის დადიოდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის თქმით, „აბსოლუტური ტყუილია“, რომ მან ამომრჩეველს ფული მისცა. ელმირა ბეციაშვილი ირწმუნება, რომ ამ საქმის უკან ცანკაშვილების მეზობელი, „ქართული ოცნებიდან“ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუხულიშვილი დგას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

სოფელ ვეჯინში სულ ორი საარჩევნო უბანია. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ორივე უბანზე 480 ხმა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ – 679.

არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

 

მსგავსი თემა:

ვეჯინის საბავშვო ბაღის მენეჯერი სამსახურიდან მოხსნეს - „რუსთავი 2“-ით გასული ჩანაწერისთვის“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]