weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გამოკითხულთა 56% მხარს ვაშაძეს უჭერს, 44% ზურაბიშვილს – Edison Research

14:26 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია Edison Research-მა, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, მორიგი კვლევა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეიტინგში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამომრჩეველს დაუსვეს იყო: „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“. ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგეს აჩვენებს, გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, ხოლო 44% – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

ალოკაციის გარეშე მიღებული შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 38% გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, 34% – სალომე ზურაბიშვილს. 18%-მა განაცხადა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის/არ პასუხობს, 10%-მა კი თქვა, რომ ხმას არცერთ კანდიდატს არ მისცემდა.

Edison Research-მა კვლევა პირველი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხული იქნა 18+ წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული 2000 რესპონდენტი. 95%-იანი სანდოობის დონისათვის კვლევის შესაძლო ცდომილებაა +/–3%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]