weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რევანშისტების გამარჯვება ყველა მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს – პრემიერი

14:52 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

„ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„რა თქმა უნდა, მე მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა.

ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან, რუსეთის ინტერესების თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს.

საქართველოს თვითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი, ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის და მე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და აირჩევს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქართველოსადმი მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, „სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცმყოფელი კამპანია“.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.73% (600 970 ხმა). არჩევნების მეორე ტურის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]