მისივე თქმით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს.
„მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია