weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

18:06 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია ჰქონდა აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის ელჩს.

„საარჩევნო გარემოსა და მუქარაზე ერთნაირი პოზიციები გვაქვს. ასევე მკითხა, რა იყო ბოლო დღეების მუქარა, რაც პირადად მე და ჩემმა შვილებმა მივიღეთ. ამით იყო დაინტერესებული და მოისმინა შენიშვნები, რაც მქონდა საარჩევნო გარემოზე. თვითონაც გამოთქვა იგივე სურვილი და წუხილი, რომ გარემო არ არის უფრო ცივილური და ევროპული“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში შეაფასა, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გაკეთებული შეფასებები მისაღებია.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]