ახალი ბანერების ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ერთ-ერთი ფოტოს ავტორის თქმით, პირველი ტურის წინ გაკრული ბანერი ღამით შეცვალეს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანი „ერთად საქართველოსთვის“ იყო. ახალი სლოგანი „სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი“ სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოჩნდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.