weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პრეზიდენტი პარლამენტს საკონსტიტუციო პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს

17:20 კვირა, 18 ივნისი 2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტზე ერთობლივი განხილვების გამართვის შესახებ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტის საერთო განხილვაში ფართო ჩართულობას ადმინისტრაცია თავიდანვე ითხოვდა და ირაკლი კობახიძის ამ შემოთავაზებას მიესალმებიან.

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით. ვთვაზობთ რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები. შეხვედრა  იქნება ფართოდ გაშუქებული მედიის მიერ და იმ პრობლემურ საკითხებს შეეხება, რომელიც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ  კონსენსუსს. ეს მსჯელობა საჭიროა, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსის საშუალებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ.

„ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე აქ არ არის საუბარი, დავსხდეთ ჟურნალისტების წინაშე, მედიაში, საზოგადოების წინაშე და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ. პირობა შემიძლია, მოგცეთ, რომ ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]