weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აქ განსაკუთრებული არაფერია – პრემიერი საარჩევნო ბანერებზე ივანიშვილის გამოსახვაზე

12:15 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

თითოეული ჩვენგანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვასთან დაკავშირებით.

ქუთაისში მყოფ პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არის საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი გამოსახული და ხომ არ უკავშირდება ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს.

„ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაბეჭდეს. გარდა ამისა, ბანერებზე დატანილია ახალი საარჩევნო სლოგანი „პრინციპული არჩევანი“.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]