weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ გვსურს ქვეყანაში დაბრუნდეს რევანშისტული ძალა – პროფკავშირები

15:04 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მათ ხელისუფლებაში რევანშისტული ძალის დაბრუნება არ სურთ.

„რევანშიზმი სპობს განვითარების პერსპექტივას. ხოლო დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს კიდევ შესწევს ძალა ქვეყანაში ხელი შეუწყოს ახალი პოლიტიკური ძალის, ახალი პოლიტიკური პერსპექტივის გაჩენას, რომელიც იქნება არა უკან, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯი და შეძლებს პასუხი გასცეს იმ სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და მტკიცედ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, არჩევნების მეორე ტურში ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მკვეთრად გამოხატული ნეოლიბერტარიანული იდეოლოგით, რომლის ფარგლებშიც გამორიცხულია დასაქმებულთა უფლებებზე საუბარი, ხოლო  მეორე მხარეს დიდი ფინანსური რესურსის მქონე პოლიტიკური ძალა არცთუ ისე მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ხედვებით.

„ცხადია, რომ პოლიტიკური სივრცე საჭიროებს პოლიტიკურ აქტივობას, რაც ქვეყანას გაიყვანს ახალ პოლიტიკურ კულტურაზე. მიგვაჩნია, რომ ნეოლიბერტარიანული იდეოლოგიის მქონე პარტიის მმართველობის პირობებში გამორიცხულია ქვეყანაში გაჩნდნენ სხვადასხვა იდეოლოგიებზე დამყარებული პოლიტიკური ძალები.

ამით არის განპირობებული, რომ პროფკავშირები ამ მომენტში იმყოფება ღრმა ანალიზის პროცესში, რათა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება - აირჩიოს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ყველა ასპექტი დაბლოკილია, თუ აირჩიოს პოლიტიკური სივრცე, სადაც შესაძლებელი გახდება ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 20 ნოემბერს, საერთო შეხვედრაზე მიიღებენ.

სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი განცხადებით, თუ არჩეული პროფკავშირული ლიდერების პოზიცია ამ საკითხზე განსხვავებული იქნება, მზად არის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]