weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როგორ ბედავენ, გადავწყვიტე დედაჩემი საერთო სიცრუისგან დავიცვა – თეიმურაზ გორჯესტანი

12:06 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში. შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად მიუღებელია“, – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი.

მისივე თქმით, მუქარა, რომელიც მათ მიიღეს, არაკანონიერთან ერთად არაქართული ქმედებაა.

„იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში წამოვსულიყავი. ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე, დამეცვა დედაჩემი არა მარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან. რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები.

როგორ ბედავენ, დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამ ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა.

სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპული სტილის კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატებს სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეთ. კამპანიის დასაწყისშივე დაიწყო სიტყვა „მოღალატით“ და გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში და ამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები. ამის მიმდევრები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს პატრიოტი. ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე ამას არ ვამბობს როგორც შვილი. ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი“, – ნათქვამია თეიმურაზ გორჯესტანის მიმართვაში.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]