მისივე თქმით, მუქარა, რომელიც მათ მიიღეს, არაკანონიერთან ერთად არაქართული ქმედებაა.
„იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში წამოვსულიყავი. ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე, დამეცვა დედაჩემი არა მარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან. რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები.
როგორ ბედავენ, დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამ ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა.
სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპული სტილის კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატებს სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეთ. კამპანიის დასაწყისშივე დაიწყო სიტყვა „მოღალატით“ და გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში და ამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები. ამის მიმდევრები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს პატრიოტი. ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე ამას არ ვამბობს როგორც შვილი. ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი“, – ნათქვამია თეიმურაზ გორჯესტანის მიმართვაში.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია