„მემგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე ის, რომელიც იყო და მემგონი, ძალიან ვჩანვარ. ამაზე მეტი უკვე ცოტა უხერხულია. განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორია, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი. პირველი ტურის დროს, სულ ვამბობდი, რომ მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს“, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რამდენად სწორია საარჩევნო ბანერებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახვა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს ძალიან სწორია. „სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ“, – აღნიშნა მან.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბმა ახალი ბანერები დაამზადა, რომელთა ნაწილზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა ბახტაძის ფოტოებია გამოსახული. გარდა ამისა, ბანერებზე დატანილია ახალი საარჩევნო სლოგანი „პრინციპული არჩევანი“.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში განმარტავენ, რომ პარტიის თავმჯდომარის და სხვა ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.