weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია – მამუკა ბახტაძე

16:49 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

„საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც მეხანძრე-მაშველებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას სამაშველო სამუშაოების მონაწილე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი სამი მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია“, – მიმართა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო სახიფათო საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ფულადი წახალისება ექნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]