ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ არა მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები“.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია