აგვისტო 24, 2019
weather cur horoscope tv

ხუმრობის უფლება აღარ მაქვს? – ზურაბიშვილი ბუნიათიშვილისთვის მადლობის გადახდას განმარტავს

17:39 შაბათი, 17 ნოემბერი 2018 hits 350

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იხუმრა, როდესაც ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გააზიარა და პიანისტს მადლობა გადაუხადა.

„თვითონ გამოაკრა „48“. ძალიან კარგად ვიცი, ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

16 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „48 საათი საქართველოში“ მისი კანდიდატურისადმი მხარდაჭერად მიიღო, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გააზიარა და პიანისტს მადლობა გადაუხადა. „არტეს“ მიერ მომზადებული ფილმის პოსტერი ზურაბიშვილმა წარწერით - „მადლობა ხატიას!“ გამოაქვეყნა, დაახლოებით ნახევარ საათში კი წაშალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]