„თვითონ გამოაკრა „48“. ძალიან კარგად ვიცი, ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
16 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „48 საათი საქართველოში“ მისი კანდიდატურისადმი მხარდაჭერად მიიღო, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გააზიარა და პიანისტს მადლობა გადაუხადა. „არტეს“ მიერ მომზადებული ფილმის პოსტერი ზურაბიშვილმა წარწერით - „მადლობა ხატიას!“ გამოაქვეყნა, დაახლოებით ნახევარ საათში კი წაშალა.