weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშეს მისცეს 1.2 მილიონზე მეტი – მიხეილ სააკაშვილი

03:01 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულ პიარ სპეციალისტს, მოშე კლუგჰაფტს „ვიღაც ებრაელი აფერისტი“ უწოდა.

მოშე კლუგჰაფტი „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის ისრაელიდან ჩამოიყვანა. ამ თემაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შაბათის კურიერი“ 17 ნოემბერს ვრცელი სიუჟეტი გავიდა, სადაც კლუგჰაფტი მოხსენიებულია როგორც „შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი“.

„აგერ, ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას“, – განაცხადა სააკაშვილმა 18 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „აფერისტს“ და „ებრაელს“ ერთად ახსენებს. რამდენიმე თვის წინ მან „აფერისტი რუსი ებრაელი“ უწოდა პარლამენტის წევრს შოთა შალელაშვილს, რის გამოც შალალაშვილმა ის ანტისემიტიზმსა და რასიზმში დაადანაშაულა. შალელაშვილის გარდა, სააკაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებიც  გამოეხმაურნენ და მისი განცხადება შეაფასეს როგორც ჰომოფობიური. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობია“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდებდა სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავი შეეკავებინა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]