weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს

17:48 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრმა აჭარის რაიონული ორგანიზაციები დატოვა. „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რაულ თავართქილაძემ განაცხადა, რომ მისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის „სააკაშვილი-ვარშალომიძის მობრუნება“ მიუღებელია.

„ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებით. გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი. მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.

ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილ-ვარშალომიძის მობრუნებას. ამიტომ თანამებრძოლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას, მათ შორის ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმის და ქობულეთის ორგანიზაციების ხელმძღვანელები“, – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას მიაჩნია, რომ მის ყოფილ თანაპარტიელებზე ზეწოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა, რის შედეგადაც მათ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენთვის მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ვნახეთ შეშინებული ადამიანები, რომელთა ტექსტებს სუს-ის და „ქართული ოცნების“ კვალი ეტყობოდა. მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თვეების წინ მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს დაუჭერდნენ მხარს. რაულ თავართქილაძემ სუს-სგან ფული აიღო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 8 წევრმა დატოვა, რასაც პარტიაში არ ადასტურებენ. როგორც „რეგინფოსთან“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, მათთვის ცნობილია, რომ არჩევნებზე მათ სასარგებლოდ მხოლოდ ორი აგიტატორი აღარ იმუშავებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]