weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

ივანიშვილი თავისი ზვიგენივითაა, ყველაფერს ჭამს რაც გზაში შეხვდება – სააკაშვილი

00:38 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 hits 629

„ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ, რისთვისაც 1.5 მილიარდ ლარს „ქართუ“ ფონდი დახარჯავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების პირობებში, ბიძინა ივანიშვილს „ამ ფულის შეტყაპუნების საშუალებას არ მისცემენ“.

„ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ ბოლო 3 წელიწადში, ბიტკოინების ქარხნის გადაუხდელი დენით, ერთ ლარად მითვისებული სახელმწიფო ქონებით. თავისი ზვიგენივით არის, რომელიც ყველაფერს ჭამს, რაც გზაში შეხვდება. ივანიშვილი არის ბანკირი, მთავარი მევახშე. ივანიშვილი, ხაზარაძე, რუხაძე - ეს არის მაფია. როდის იყო მაფია უკან გაძლევდათ რამეს. მაფიას შეუძლია მოგატყუოთ, დაგაშინოთ, ზუსტად ის, რასაც ახლა შვრება, გამოგტაცოთ ხმა და მერე ისევ 6 წელი გძარცვოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]