საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების პირობებში, ბიძინა ივანიშვილს „ამ ფულის შეტყაპუნების საშუალებას არ მისცემენ“.
„ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ ბოლო 3 წელიწადში, ბიტკოინების ქარხნის გადაუხდელი დენით, ერთ ლარად მითვისებული სახელმწიფო ქონებით. თავისი ზვიგენივით არის, რომელიც ყველაფერს ჭამს, რაც გზაში შეხვდება. ივანიშვილი არის ბანკირი, მთავარი მევახშე. ივანიშვილი, ხაზარაძე, რუხაძე - ეს არის მაფია. როდის იყო მაფია უკან გაძლევდათ რამეს. მაფიას შეუძლია მოგატყუოთ, დაგაშინოთ, ზუსტად ის, რასაც ახლა შვრება, გამოგტაცოთ ხმა და მერე ისევ 6 წელი გძარცვოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.