weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2020

„ქართული ოცნება“ მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა – გიორგი ვაშაძე

13:28 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 hits 566

ოპოზიციური ძალების გაერთიანა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გამოეხმაურა მთავრობის დაპირებას, რომლის მიხედვითაც, 31 დეკემბრამდე 600 ათასზე მეტ ადამიანს ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წინაშე არსებული დავალიანებები გაუნულდება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამომრჩეველი ტყუილით მოისყიდოს.

„ჯერ ერთი, ეს წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია. მეორე, იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში; მესამე – ეს ყველაფერი ხდება არჩევნების შემდეგ.

უნდათ, ჯერ ხმა მიიღონ და შემდეგ ვითომ რაღაცას გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ, ან მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი ტყუილის ფასად შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს მოუწოდა, „ამ სიცრუეზე არ წამოეგონ“.

19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ვალს სრულად დაფარავს ფონდი „ქართუ“. ვალების განულება შეეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]com