weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მედეა ვასაძეს ცნობის უარყოფა და დეპუტატისთვის 1 ლარის გადახდა დაევალა

15:59 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018
ფოტოზე მედეა ვასაძე ფოტოზე მედეა ვასაძე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს, მედეა ვასაძეს ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის მედიით უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ჭეიშვილისთვის 1 ლარის გადახდა დაავალა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე აცხადებდნენ, რომ 2013 წელს, იმ დროს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი მეგობარს თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანაში დაეხმარა.

ირაკლი ჭეიშვილმა ეს განცხადება საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნია და სასამართლოს მიმართა. ის მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძესგან მცდარი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვდა. მოსამართლემ საჩივარი მურმან დუმბაძის ნაწილში არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლო განხილვის დაწყების პერიოდში მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე ამბობდნენ, რომ განცხადების უარყოფას არ აპირებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]