დეკემბერი 11, 2018
weather cur horoscope tv

საწარმოებშიც მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა – სალომე ზურაბიშვილი

20 ნოემბერი, 2018 hits 135

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა, სადაც მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.

„ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რათა პირველ რიგში გამეგო, რა პირობებია, ვინაიდან მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებშიც.

ეს საწარმო ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველა სტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ დაცული არ არის.

ასევე, ეს არის თანამედროვე საწარმო, მიმდინარეობს ახალი ინვესტიციები და დასაქმებულია რუსთავიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაზრდის პერსპექტივაც არსებობს და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რეგიონები განვავითაროთ. რეგიონების განვითარება კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება. ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ,რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვა საწარმო არსებობდეს საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]