weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია – ივანიშვილი ეგზიტპოლის შესახებ

23:14 სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის მმართველი გუნდის დაკვეთით ჩატარებული კვლევა არაპროფესიონალური და რეალობასთან აცდელი იყო.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლსა და შტოს ფლობს, ზედმეტად თვითდაჯერებული იყო.

„ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამის კარგი გამოხატულება იყო თუნდაც ის, რა შედეგსაც ველოდით არჩევნების პირველ ტურში. გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალურად არ ჩაუტარებია. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევის ჩატარებას. ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. იმას რასაც ელოდნენ, ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს. ეს იყო სირცხვილი. ამაზე მეც მქონდა მკაცრი საუბარი.

არავითარი გრძნობადობა, ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი მოლოდინი რეალობასთან. 14% სხვაობა არის სირცხვილი - ამას კვლევა აღარ ჰქვია.

ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი - ზოგი ჭირი მარგებელია. გუნდმაც ცივი შხაპი მიიღო. საზოგადოება აფასებს როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

28 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ მათი დაკვეთით და კომპანია „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 52.3% ჰქონდა მიღებული, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 28.1%, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებისგან. ცესკოს საბოლოო მონაცემებით, პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა 38.64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ – 37.73%.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]