„არჩევნებზეც ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. ის გაფრთხილება, ის ცივი შხაპი, რაც მისცა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ, ამან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება.
რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. მე პირადად, ნათქვამი მაქვს, რომ ხელს მოვაჭრი თუ ვინმე გაბედავს გაყალბებას.
დღეს არავის უჩნდება კითხვა, რომ 1%-თაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ჭეშმარიტი მოგება“, – განაცხადა ივანიშვილმა.