weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე და არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი – ივანიშვილი

00:21 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რატომ დაუჭირა მას მხარი მმართველმა პარტიამ.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის სახით იდეალური კანდიდატი შეარჩია, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„რაღაც კლიპებს კიდევ ვამზადებთ და ყველაზე ცრემელბი მომდის. ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც მიყვარს. მის ენაზე და აქცენტზე როგორ ბედავენ და აკეთებენ... პირიქით. მე ძველ ქართულს ვიხსენებ. სალომეს დედაც კი საფრანგეთში დაიბადა. სალომეს მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და ვერ მიიღო საფრანგეთის მოქლაქეობა. ეს არის ის, რაზეც ვდგავართ, ეს არის ჩვენი იდენტობა. ეს ხალხი ვართ. როგორ მოახერხეს და სალომეს ესეთი ქართული ასწავლეს... ნახეთ სალომეს შვილები - ქართულად აღზარდა.

მერე ქალბატონი, მერე ევროპელი, რაც ჩვენ გვინდა. მერე, ვინც სალომეს ხასიათი იცის ქალბატონი სალომესი მე მას სხვანაირად ვერც მივმართავ, ძალიან მორიდებით ვარ და მოწიწებით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანიდატია.

თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა აქვს, გამოცდილება აქვს, გემოვნება აქვს ძალიან კარგი. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი უნდა იყოს ასეთი. ის, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში, ის ავტორიტეტი უნდა იყოს. გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული უნდა იყოს. თუკი რამე ფუნქცია სჭირდება ასეთ პრეზიდენტს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სალომე ზურაბიშვილი შესატყვისობაში მოდის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ყველა მის მიერ დასახელებულ პირობას ეწინააღმდეგება.

„ნახეთ მისი ფილოსოფია ცხოვრების, რასაც ამბობს, როგორც იქცევიან. ნახეთ მისი გუნდის წევრები როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ქალბატონს. ეს გვეკადრება ჩვენ? ესეთები ვართ ქართველები?

საქართველოში, ქალის ადგილი ყოველთვის იცოდნენ ქართველებმა. ჩვენ ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე. არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი. ეს ძალიან ბუნებრივად განვითარდა, ეს ხომ ჩვენი ფესვებია.

ჩამოვიდა კარგ დროს, კარგი როლი ითამაშა, ძალიან კარგი.... „მოღალატე“... რაც თვითონ გააფუჭეს, რეალურად, მერე გააფორმეს, ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში. ქალბატონმა სალომემ ეს თქვა, არაფერი არ გადაუჭარბებია. როგორ ძალადობენ. უნდათ საკუთარი დანაშაული... სხვა არაფერი აქვთ სათქმელი. ეს საზოგადოებამ იცის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას, 28 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]