weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კითხვა, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია – გიორგი გახარია

20:38 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინდისში, ვეტერანებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია, ხოლო კითხვის ნიშანი, თუ ვინ დაიწყო ომი, აბსურდულია.

„როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური აურზაურისთვის. მინდა, რომ ხალხი იყოთ წყნარად, მშვიდად. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი მეზობელი, თითოეული სამხედრო, პოლიციელი, რომელიც იბრძოდა, ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო მთლიანად დაუდგება გვერდით“, – აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდნენ, გმირები არიან.

„ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია, ომს - ომი. ომის ვეტერანებმა და ხალხმა, ვინც აქ იბრძოდა, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა, მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]